გადმოწერე აპლიკაცია
პირველი სრულად ციფრული უძრავი ქონება საქართველოში.
მტვერი საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს, არ აქვს მნიშვნელობა ალერგიული ხართ თუ არა მტვრისადმი, მისი დანახვა არავისთვისაა სასიამოვნო... ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ხრიკს რითაც შეძლებთ შეამციროთ მტვრის რაოდენობა თქვენს სახლში.
რაც უფრო მშრალია ჰაერი, მით უფრო მარტივად შეუძლია მტვერს გამრავლება, თუ გაზრდით ჰაერის ტენიანობას მაშინ საგრდძნობლად შეამცირებთ მტვერს თქვენს გარშემო. იდეალური ჰაერის ტენიანობა მერყეობს 30%-სა და 55%-ს შორის და ამის მიღწევა შეგიძლიათ სპეციალური ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობით ან სპეციალურად შერჩეული ოთახის მცენარით, როგორიცაა: ოთახის ცაცხვი, ფიკუსი, არალია, ბუდე გვიმრა და ა.შ.
როგორც ვიცით მტვერი თავს იყრის ზედაპირებზე, კლასიკურ შემთხვევას მიეკუთვნება ადგილები დეკორით, ასევე სკამები, სავარძლები და მაგიდებიც ხშირად ხდება მტვრის მსხვერპლი. ასე რომ თქვენ უნდა ეცადოთ თავი აარიდოთ ბევრი ავეჯის განთავსებას თქვენს სახლში - მეტი თავისუფალი ადგილი=ნაკლებ მტვერს, ეს კარგი გამოსავალია არამარტო მტვრის თავიდან ასაცილებლად არამედ რაც ნაკლები ავეჯი იქნება თქვენს ირგვლივ მით მეტად გაგიმარტივდებათ სახლის დალაგებაც.
მტვერი თავისით არ ჩნდება, ღია ფანჯრები და კარებები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი რომელსაც გარეთ ატარებთ, ყოველივე ეს არის მტვერის მიზეზი. თუ გსურთ ნაკლები მტვერი სახლში, ეცადეთ ფეხსაცმელი გაიხადოთ სახლში შემოსვლამდე და შეაწყვეთ მხოლოდ ფეხსაცმელებისთვის განკუთვნილ კარადაში, ასევე ნუ მოგერიდებათ თქვენს სტუმრებსაც მოუწოდოთ ფეხსაცმლის კარადაში დატოვებისთვის. ასევე ყურადღება მიაქციეთ თქვენი ოთხფეხა მეგობრების ჰიგიენასაც, სეირნობის მერე ეცადეთ პირველ რიგში გაუსუფთაოთ თათები ან უკეთეს შემთხვევაში დაბანოთ თბილი წყლით.
რა თქმა უნდა მტვრის გადაწმენდა ცოტახნით აგარიდებთ თავიდან მტვერს მაგრამ თუ თქვენ ამას სწორად გააკეთებთ სპეციალური ხსნარით ასე უფრო დიდი დროით დაემშვიდობებით მტვერს.
გაამახვილეთ ყურადღება დალაგებისას რომ მტვერს ნამდვილად წმენდთ და ის უბრალოდ არ გადაგაქვთ სხვა ადგილას. ვინც მშრალ ტილოს იყენებს მტვრის მოსაშორებლად ის მხოლოდ გადაადგილებს მას. სახლის დალაგებისას გასათვალისწინებელია შემდეგი პუნქტები:
გადადი ლინკზე და გაიგე თუ როგორ გავაპრიალოთ ჩვენი დამწვარი ტაფები და ქვაბები მარტივად.
ინფორმაცია რომელიც განთავსებულია საიტზე, წარმოადგენს HOUSING.GE-ს ექსკლუზიურ საკუთრებას და დაცულია საერთაშორისო საავტორო უფლებების კანონით. ავტორის წერილობითი ნებართვის გარეშე წარმოდგენილი ინფორმაციის გამოყენება, კოპირება, გადაცემა ან მანიპულირება მკაცრად აკრძალულია!
პირველი სრულად ციფრული უძრავი ქონება საქართველოში.