უკან

ხშირად დასმული კითხვები

რეგისტრაცია

ვებ გვერდის დანარჩენი ფუნქციების გამოყენებისთვის აუცილებელია გაიაროთ საიტზე რეგისტრაცია. ამისათვის საჭიროა მთავარ გვერდზე დააჭიროთ ღილაკ რეგისტრაციას და ახალ გვერდზე შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი.

სახელი - ველში უნდა ჩაწეროთ თქვენი სახელი.
გაიმეორე პაროლი - ველში ჩაწერეთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ტექსტი.
საკონტაქტო ტელეფონი - ველში ჩაწერეთ თქვენი აქტიური საკონტაქტო ტელეფონი.
ელ.ფოსტა - ველში მიუთითეთ თქვენი აქტიური ელექტრონული მისამართი.
პაროლი - ველში შეიყვანეთ ზუსტად იგივე ტექსტი, რაც პაროლის ველში მიუთითეთ.

რეგისტრაციის დროს ტელეფონის ველი არასავალდებულოა. მას შემდეგ რაც თქვენ შეავსებთ ყველა სავალდებულო ველს, დააჭირეთ რეგისტრაციის ღილაკს. თქვენი რეგისტრაცია დასრულებულია. იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაინახავთ ტექსტს "მომხარებელი უკვე არსებობს" - ეს ნიშნავს, რომ თქვენს მიერ შეყვანილი ელ.ფოსტა უკვე არჩეულია.

განცხადების დამატება

მას შემდეგ რაც გაივლით ავტორიზაციას, თქვენ შეგიძლიათ განცხადების დამატება.
ეკრანის მარჯვენა კუთხეში დააკლიკეთ "განცხადების დამატება"-ს. ამის შემდეგ თქვენ გადამისამართდებით განცხადების დამატების გვერდზე.
თქვენ აუცილებლად უნდა შეავსოთ განცხადების დამატების ფორმაში მითითებული ყველა ველი, რომელიც აღნიშნულია (*) ნიშნით. გაითველისწინეთ, რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიუთითებთ თქვვენს განცხადებაში მით უფრო გაუადვილდება მისი მოძებნა სხვა მომხმარებელს და მით უფრო გაიზრდება თქვენი უძრავი ქონების რეალიზაციის შანსი.

მას შემდეგ რაც ყველა სასურველ ველს შეავსებთ დააჭირეთ დამატების ღილაკს.

VIP კატეგორია

საიტის პირველ გვერდზე მუდმივად ჩანს SUPER VIP ბლოკი მოძრავი ანიმაციით.
განცხადებების ძებნის დროს შესაბამისი კატეგორიის მითითების შემთხვევაში ჯერ ჩანს SUPER VIP განცხადება, შემდეგ VIP+ განცხადებები, ხოლო შემდეგ მოდის განცხადებები ქრონოლოგიის მიხედვით.
განცხადების SUPER VIP კატეგორიაში დასამატებლად საჭიროა შეავსოთ თქვენი ანგარიში პლასტიკური ბარათით ან ინტერნეტ ბანკის საშუალებით.
იმისათვის რომ დაამატოთ SUPER VIP განცხადება, თქვენ უნდა შეხვიდეთ თქვენ გვერდში და მიუთითოთ ციფრი, რამდენი დღითაც გსურთ განცხადების SUPER VIP კატეგორიაში დამატება.

თანხის ჩარიცხვა პირად ანგარიშზე

ანგარიშის შევსება შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:
VISA, MasterCard და Amex-ის პლასტიკური ბარათებით.
ამასთანავე შესაძლებელია ბალანსის შევსება კრიპტო ვალუტის და PayPal-ის მეშვეობით.
თქვენს მიერ გადმორიცხული თანხა ჩაირიცხება თვენს ანგარიშზე. მისი დახარჯვა შეგეძლებათ ნებისმიერ დროს ნებისმიერი განცხადების გადასაყვანად VIP განყოფილებაში.

განცხადების რედაქტირება

ხშირია შემთხვევა როდესაც განცხადების შევსების დროს შეიძლება დავუშვათ რაიმე შეცდომა, ან მოგვინდეს განცხადების ტექსტში რამის დამატება.
ამ შემთხვევაში თქვენ უნდა შეხვიდეთ "ჩემი განცხადებები"-ს გვერდზე და დააჭიროთ რედაქტირების ღილაკს.
თქვენ გადახვალთ განცხადების რედაქტირების გვერდზე, რომელზეც მოცემულია განცხადების ყველა პუნქტი. შეცვლით თქვენთვის სასურველ მონაცემებს და დააჭერთ შენახვის ღილაკს.

განცხადების ძებნა

ვებგვერდზე განთავსებული განცხადებების ძებნა შეგიძლიათ მთავარი გვერდიდან საძიებო ბლოკის დახმარებით. ტაბების საშუალებით შეგიძლიათ ამოირჩიოთ თუ რომელი ტიპის უძრავ ქონებას ეძებთ (ბინები, კერძო სახლები, კომერციული, აგარაკი, მიწის ნაკვეთები).
ამის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ გარიგების ტიპი (იყიდება, შევიძენ, ქირავდება, ვიქირაფებ, გირავდება, ვიგირავებ), მდებარეობა და პარამეტრები რის შემდეგაც დააჭერთ ძებნის ღილაკს.
ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ განცხადება მის სათაურში ან აღწერაში გამოყენებული ტექსტის ფრაგმენტის, განცხადების ID ნომრის ან მფლობელის ტელეფონის ნომრის საშუალებით.
ამისათვის შეიყვანეთ ტექსტი (ნომერი) ველში ძებნის ველში და დააჭირეთ ძებნის ღილაკს.
გამოსული რეზულტატები დამატებით შეგიძლიათ გაფილტროთ მარცხენა მხარეს განთავსებული ფილტრის დახმარებით.