გადმოწერე აპლიკაცია
პირველი სრულად ციფრული უძრავი ქონება საქართველოში.
ალბათ ყველასთვის ნაცნობია სიტუაციაა, როცა ქურაზე ქვაბით ვდგამთ რძეს ასადუღებლად ან ვუმზადებთ ბავშვს ფაფას, თუ ცოტახანი გადავიტანთ ყურადღებას სხვა რამეზე, ქვაბი უკვე დამწვარია და საჭმელიც გადმოსულია. ყოველივე ამის გასაწმენდად კი დიდი ძალისხმევა გვჭირდება და სამწუხაროდ ზოგჯერ ჩვენი გარჯა არ შველის დამწვარ ქვაბებს...
იმისათვის რომ საქმე გაგიმარტივდეთ გასწავლით რამდენიმე ხრიკს თუ როგორ გავწმინდოთ დამწვარი ქვაბები და ტაფები სწორად, სახლის პირობებში.
სარეცხი ფხვნილი არამარტო ტანსაცმლის გარეცხვაში გვეხმარება, არამედ ის აშორებს რთულად ამოსაყვან საჭმლის ნარჩენებს ჩვენს ქვაბებსა და ტაფებს.
დამწვარ ქვაბში ან ტაფაში ჩაყარეთ 4 სუფრის კოვზი სარეცხი ფხვნილი, დაუმატეთ ადუღებული წყალი (ისე რომ დაფაროს დამწვარი ადგილი) გააჩერეთ დაახლოებით 15 წუთი და შემდეგ სამზარეულოს ჩოთქით გახეხეთ ჭურჭელი კარგად და ასე მარტივად გადაარჩენთ თქვენს ჭურჭელს ნაგვის ურნაში გადაგდებას.
ხრიკი N2 - ხახვის გამოყენებით
გაუფრცქვნელი ხახვი დაჭერით კუბიკებად და ჩაყარეთ დამწვარ ქვაბში/ტაფაში, დაუმატეთ წყალი, აადუღეთ 15-20 წუთის განმავლობაში ,შემდეგ კი გახეხეთ სამზარეულოს ჩოთქით.
ხრიკი N3 - სოდის გამოყენებით
დამწვარ (შეციებულ) ქვაბში ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი სოდა, დაუმატეთ წყალი და ადუღეთ 5-7 წუთის განმავლობაში, შემდეგ დააყოვნეთ 1 საათი ამის შემდეგ კი მარტივად ჩამორეცხავთ დამწვარ ნარჩენებს.
ხრიკი N4 - წყლისა და ძმრის ნაზავის გამოყენებით
აადუღეთ 3 ჭიქა წყალი და დაამატეთ 1 ჭიქა (200 მილიგრამი) ძმარი დამწვარ ქვაბში, სანამ არ მოცილდება დამწვარი ნარჩენები. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია როდესაც ქვაბს აქვს დამწვარი რძის ნარჩენები.
ხრიკი N5 - ლუდის გამოყენებით
თუ ლუდს დამწვარ ქვაბში ჩაასხამთ და აადუღებთ, ის მაშინვე მოაშორებს ჭურჭლის დამწვარ ნარჩენებს და თქვენი ქვაბი იქნება ისეთი, როგორიც ის ახალ მდგომარეობაში იყო.
თუ გაინტერესებს საინტერესო რჩევები, თუ როგორ დაზოგოთ ელექტროენერგია, დააკლიკეთ ამ ლინკზე.
ინფორმაცია რომელიც განთავსებულია საიტზე, წარმოადგენს HOUSING.GE-ს ექსკლუზიურ საკუთრებას და დაცულია საერთაშორისო საავტორო უფლებების კანონით. ავტორის წერილობითი ნებართვის გარეშე წარმოდგენილი ინფორმაციის გამოყენება, კოპირება, გადაცემა ან მანიპულირება მკაცრად აკრძალულია!
პირველი სრულად ციფრული უძრავი ქონება საქართველოში.