გადმოწერე აპლიკაცია
პირველი სრულად ციფრული უძრავი ქონება საქართველოში.
ელექტრო ენერგიის დაზოგვის საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო. სამწუხაროდ, ელექტრო ენერგიის ფასები გაიზარდა და წინ ზამთარი გვაქვს. ამიტომ, ძალიან მნიშნველოვანია მისი სწორად გამოყენება და დაზოგვა.
ყველა ბინას არ აქვს თანამედროვე ფანჯრები. ახალი ფანჯრებიც კი, ვერ იცავს სითბოს 100%-ით, მისი მთავარი მიზეზი კი სპეციალური რეზინი არის, რომელიც ყველა ფანჯარს ირგვლივ აქვს შემორტყმული.
ამასთანავე, მოერიდეთ ფანჯრის ხშირად გაღებას, ვინაიდან ოთახი როცა ცივდება შემდეგ ჭკვიან გამათბობელს უწევს სრული დატვირთვით მუშაობა, რომ ისევ გაათბოს ოთახი.
ხშირ შემთხვევაში სახლში ძალიან ბევრი ელექტრონული ხელსაწყო გვაქვს. მაგალითად ტელევიზორი, სმარტფონი, DVD ფლეიერი და ა.შ.
ელექტრონული ხელსაწყოები ხშირ შემთხვევაში არიან მიერთებული დამაგრძელებელს. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია ისეთი დამაგრძელებლის გამოყენება, რომელსაც ექნება ჩართვა/გამორთვის ღილაკი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუნდაც გამორთოთ თქვენი ხელსაწყო, დამაგრძელებელი რჩება Stand-by, იგივე აქტიურ რეჟიმში. ეს კი მოიხმარს ელექტრო ენერგიას.
უდავოა, რომ Wi-Fi როუტერიც მოიხმარს დენს. თუმცა, შესაძლებელია იყიდოთ ამისთის სპეციალური ჩამრთველი, ე.წ "შტეფსელი", რომელზეც შეაერთებთ როუტერს. ამის შემდეგ როუტერის ჩართვა/გამორთვა შეგიძლია აკონტროლოთ სმარტფონიდანაც კი, სპეციალური აპლიკაციის გამოყენებით. გამორთულ რეჟიმში "შტეფსელი" არ მოიხმარს ელექტრო ენერგიას.
თუ არ გსურთ დამატებითი ხელსაწყოს ყიდვა, შეგიძლიათ ყოველ ღამე უბრალოდ გამორთოთ დენიდან.
ადრე იყო მიღებული, რომ სარეცხი აუცილებლად 60 ან 90 გრადუსზე უნდა გაგვერეცხა.
თანამედროვე სარეცხი მანქანებით ეს უკვე აღარ არის საჭირო. 40 გრადუსი სრულად საკმარისია. ამას გარდა, რეკომენდირებულია ეკო „Eco“ გარეცხვის რეჟიმის გამოყენება.
რეცხვას უფრო დიდი დრო სჭირდება, თუმცა მეტად ეკონომიურია.
სამწუხაროდ LED ნათურები საკმაოდ ძვირი ღირს.
თუმცა ძველი ნათურისგან განსხვავებით, ის რეალურად გეხმარებათ, რომ დაზოგოთ დენი. სტანდარტული ნათურა საშუალოდ 1000 საათს უძლევს. ეს არის 4 საათი ყოველ დღე, დაახლოებით 9 თვე.
შედარებისთვის
4 ვატიანი LED ნათურას თავისუფლად შეუძლია ჩაანაცვლოს 40 ვატიანი სტანდარტული ნათურა. ამასთანავე, LED ნათურები უძლებს 10000 საათს.
ზემოთ ნახსენები 4 საათით თუ ვიმსჯელებთ, ეს 7 წელიწადს უდრის.
#binebi-dgiurad, #binebi, #gancxadebebi, #binebi qirit, #ბინები დღიურად, #ბინები, #ბინები ქირით
ინფორმაცია რომელიც განთავსებულია საიტზე, წარმოადგენს HOUSING.GE-ს ექსკლუზიურ საკუთრებას და დაცულია საერთაშორისო საავტორო უფლებების კანონით. ავტორის წერილობითი ნებართვის გარეშე წარმოდგენილი ინფორმაციის გამოყენება, კოპირება, გადაცემა ან მანიპულირება მკაცრად აკრძალულია!
პირველი სრულად ციფრული უძრავი ქონება საქართველოში.