
როგორ დავგეგმოთ საცხოვრებლის შეცვლა სწორად?
დამატების თარიღი: 18 დეკემბერი, 2022
საცხოვრებლის შეცვლა ხშირად დიდ დაბრკოლებასთან ასოცირდება, მაგრამ თუ ყველაფერს კარგად დაგეგმავთ ეს დაზოგავს დროს და ზედმეტ ნერვიულობასაც აირიდებთ თავიდან.
- პირველ რიგში დაიწყეთ მზადება ერთი კვირით ადრე, უმჯობესი იქნება თუ სამსახურიდან რამდენიმე დღეს მაინც დაისვენებთ რათა მშვიდად და აუჩქარებლად ჩაალაგოთ თქვენი ნივთები.
- მოიმარაგეთ ყუთები, ისინი პარკებთან და ჩანთებთან შედარებით უფრო ტევადია;
- ჩალაგება დაიწყეთ ოთახების მიხედვით, მაგალითად ჯერ საძინებლიდან ჩააწყვეთ თქვენი ნივთები ყუთებში, შემდეგ მისაღებიდან, სამზარეულოდან და ასე შემდეგ... ასე თავიდან აირიდებთ მნიშვნელოვანი ნივთების დავიწყებას;
- უკვე ჩალაგებულ ყუთებს დააწერეთ თუ რომელ ოთახშია მისი ადგილი რათა როცა ახალ სახლში გადახვალთ თავიდან აირიდოთ არეულობა და ნივთების ძებნაში დრო არ დაკარგოთ;
- ყუთები დააწყეთ ერთად ერთ კუთხეში, ასე თქვენი ნივთები უფრო ხილვადი იქნება და არაფერი გამოგრჩებათ;
- საბოლოოდ ყველაფერს კიდევ ერთხელ გადახედეთ რომ არაფერი გამოგრჩეთ;
- ახალ საცხოვრებელში გადასვლამდე გაზომეთ კარებები, რათა დარწმუნებული იყოთ რომ თქვენს ავეჯს უპრობლემოდ განათავსებთ;
- წინასწარ გააკეთეთ მონახაზი ახალი საცხოვრებლისთვის, თუ რომელ ოთახში და რა ადგილზე გსურთ თქვენი ავეჯის განთავსება, ასე დაეხმარებით გადამზიდ კომპანიას მოკლე დროში შეასრულონ თავისი საქმე.
ინფორმაცია რომელიც განთავსებულია საიტზე, წარმოადგენს HOUSING.GE-ს ექსკლუზიურ საკუთრებას და დაცულია საერთაშორისო საავტორო უფლებების კანონით. ავტორის წერილობითი ნებართვის გარეშე წარმოდგენილი ინფორმაციის გამოყენება, კოპირება, გადაცემა ან მანიპულირება მკაცრად აკრძალულია!