გადმოწერე აპლიკაცია
პირველი სრულად ციფრული უძრავი ქონება საქართველოში.
ზოგჯერ საჭიროა ჩვენს სახლში გარემოს შეცვლა, ჩვენი აბაზანა კი იმსახურებს ახალ და განსხვავებულ იერს. ამ შემთხვევაში აუცილებელია სწორად შევარჩიოთ აბაზანის ფერი რომელიც კარგ გავლენას მოახდენს ჩვენს ემოციებსა და სახლის ინტერიერისთვისაც შესაფერისი იქნება.
და მაინც რომელი ფერი შეესაბამება ყველაზე მეტად თქვენს აბაზანას? არჩევანის გაკეთება რომ გაგიმარტივდეთ, ჩვენ განგიმარტავთ 5 ყველაზე პოპულარულ ფერსა და მათ ეფექტს .
ლურჯი - როგორც მოგეხსენებათ ეს არის წყლის ფერი და ასოცირდება განტვირთვა რელაქსაციასთან ამიტომაც ეს ფერი ყოველთვის კარგი არჩევანია თქვენი აბაზანისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ავეჯს აირჩევთ ამ ფერის, კაფელს თუ სხვა დეტალს, ეს ფერი სიმშვიდისა და უსაფრთხოების შეგრძნებას დაგიტოვებთ.
მაგრამ მაინც დაფიქრდით რომელი ლურჯი ფერი უფრო შეესაბამება თქვენს აბაზანას, ვინაიდან არსებობს ღია ფერის ლურჯი, ეგრედწოდებული ცისფერი, უფრო შედარებით მუქი და ყოველ მათგანს განსხვავებული ეფექტი აქვს.
მუქი ლურჯი ფერი დაკავშირებულია ჰარმონიასთან, ელეგანტურობასთან;
ზურმუხტისფერი გადმოსცემს უფრო სიხარულსა და კარგ განწყობას;
ღია ფერის ცისფერი გვაგონებს ცას და ზღვას შესაბამისად აქვს დამამშვიდებელი და განსატვირთი ეფექტი.
გაამახვილეთ ყურადღება იმაზე რომ თქვენი აბაზანა არ იყოს ზედმეტად ცივ ფერებში, მაგალითად ფერების კომბინაციაში როცა თეთრი ფერი დომინანტოს ეს ცივ გარემოს ქმნის და არასასიამოვნო ხელოვნურობის შეგრძნებას ტოვებს, თუმცა ამის გამოსწორებაც შეგიძლიათ თუ ხის მასალით დამზადებულ დეტალებს დაამატებთ, ასევე დაგეხმარებათ მცენარეები, მათი სიმწვანე გამოაცოცხლებს გარემოს.
თეთრი - ეს ფერი ადრე ტრადიცია იყო ყოველი აბაზანისთვის, ვინაიდან დაკავშირებული იყო სისუფთავესთან, მინიმალიზმთან მაგრამ ასევე სიცივესთან, ამის გარდა თეთრ ფერს მარტივად ეტყობა მტვერი და ლაქები... თეთრ ფერთან მიმართებაში აუცილებელია კარგი ბალანსის პოვნა, რათა სიცივის შეგრძნების მიუხედავად შეიქმნათ კომფორტი. ამ ყოველივეს გაკეთება კი შესაძლებელია თუ თეთრს სხვა ფერებთან ერთად გამოიყენებთ, მაგალითად კრემისფერთან ან მეტალის ფერებთან როგორიცაა ვერცხლისფერი ან ოქროსფერი.
ნაცრისფერი - ყოვლისშემძლე ფერია და მისი გამოყენება მარტივად შეგვიძლია, არ აქვს მნიშვნელობა თუ ამ ფერს კედლებისთვის ავირჩევთ, იატაკისთვის, ავეჯისთვის ან ტექსტილისთვის, ამ ფერის შეხამება ნებისმიერ სხვა ფერზე შეგვიძლია და თან მტვერი თუ ლაქები მარტივად არ შეიმჩნევა.
ჩვენი რჩევა იქნება, თუ თქვენს არჩევანს ამ ფერზე შეაჩერებთ, ეცადეთ ჭერი ყოველთვის უფრო ღია ფრად შეღებოთ ასე თქვენი აბაზანა უფრო სასიამოვნო ელფერს შეიძენს.
მწვანე - მწვანე აბაზანა? იდეალური არჩევანია! მწვანე ტონები განსაკუთრებით თქვენს თეთრ ნიჟარასთან კომბინაციაში ქმნიან სიცოცხლეს თქვენს აბაზანაში.
ყველაზე გავრცელებული ფერი სამყაროში - ხეების, გაზაფხულის, ბალახის ფერი, რაც გადმოსცემს ჰარმონიას, დასვენებას და ჩვენს სხეულს მოუწოდებს განტვირთვისკენ...
ჩვენ გირჩევთ ბუნებრივ მწვანე ფერს, სხვა ღია ფერებთან კომბინაციაში.
წითელი - დრამა, ვნება და სიძლიერე ყოველივე ეს ამ ერთ ფერში მოიაზრება... თქვენ ნამდვილად გაოცდებით თუ რამდენად დაამშვენებს ეს ფერი თქვენს აბაზანასა და თავად თქვენც არ დაგტოვებთ იმედგაცრუებულს.
იმედი მაქვს ჩვენი სტატია ცოტათი მაინც დაგეხმარებათ თქვენთვის შესაფერისი ფერის შერჩევაში. არასოდეს მიჰყვეთ ტრენდს, მიჰყევით თქვენს შეგრძნებებს და ასე აუცილებლად გააკეთებთ სწორ არჩევანს!
#binebi-dgiurad, #binebi, #gancxadebebi, #binebi qirit, #ბინები დღიურად, #ბინები, #ბინები ქირით
ინფორმაცია რომელიც განთავსებულია საიტზე, წარმოადგენს HOUSING.GE-ს ექსკლუზიურ საკუთრებას და დაცულია საერთაშორისო საავტორო უფლებების კანონით. ავტორის წერილობითი ნებართვის გარეშე წარმოდგენილი ინფორმაციის გამოყენება, კოპირება, გადაცემა ან მანიპულირება მკაცრად აკრძალულია!
პირველი სრულად ციფრული უძრავი ქონება საქართველოში.