ქირავდება 2 ოთახიანი სუფთა ბინა ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე, რუსული ეკლესიის უკან, ბერძნების პოლიკლინიკის ეზოში. ძალიან ახლოს მარჯანიშვილის მეტროსთან! ფასი - 450$ დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით: 599 85 02 15
ქირავდება, დ.უზნაძის ქუჩა N4-ში (აღმაშენებელი/ჩუღურეთი), ისტორიულ და მყარ კორპუსში დუპლექსის ტიპის, ახალი აშენებული და სრულად გარემონტებული 5 ოთახიანი ბინა 7+8 სართულზე. საერთო ფართი 165 კვ.მ; ბინაში არის: დიდი მისაღები ოთახი, სამზარეულო, 3 საძინებელი, 1 კაბინეტი (ბიბლიოთეკა), 2 სველი წერტილი, 1 დამხმარე ოთახი (სამრეცხაო). ყველა საძინებელს აქვს აივნები, საიდანაც იშლება თბილისის ულამაზესი ხედები. ბინა აღჭურვილია: შიდა კიბით, ცენტრალური გათბობით, კონდენციონერებით ყველა ოთახში, ავეჯით, ბუხრით და სრული საყოფაცხოვრებო ტექნიკით. ბინას ასევე, აქვს საპარკინგე ადგილი შლაგბაუმიან, უსაფრთხო და გამწვანებული ეზოში.
ქაქლაქის ცენტრში ქირავდება ბინა 2 საძინებლით და სასადილო ოთახით. ხანგრძლივი დროით
ქირავდება, სასტუმროს ტიპის სტუდიო აპარტამენტი, თბილისის ძველ ისტორიულ უბანში, "ფაბრიკასთან" 100 მეტრში, ტურისტულ ადგილას, კაფეებით და რესტორნებით, 50 მეტრში 24/7 სუპერმარკეტი "ფრესკო" , ლონდონის ბაღი, ღვინის გალერეა, მარჯანიშვილის მეტროდან 7 წუთის სავალი ფეხით, ბინაში შესასვლელი ქუჩის მხრიდან, ფასში შედის კომუნალური გადასახადიც.
ქირავდება ახალი გარემონტებული 1.5 ოთახიანი ბინა ძველ 9 სართულიან კორპუსში, რომელიც მდებარეობს საუკეთესო ადგილას, მეტროსადგურ მარჯანიშვილისა და მარჯანიშვილის თეატრს შორის. ბინაში არის ყველა ძირითადი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, ჭურჭელი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ბინა გათვლილია 1 ან 2 ადამიანზე. ქირავდება მინიმუმ 6 თვით. პირველი და ბოლო თვეების ავანსიით.
იქირავე ან გააქირავე ბინა დღიურად საქართველოში
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი ბინა აღმაშენებლის ქუჩაზე 59-ში, მეტროსთან ახლოს, საუკეთესო ადგილზე, ვარდების პარკთან.
ქირავდება ულამაზესი ბინა თბილისის ისტორიულ უბანაში აღმაშენებლის გამზირზე, წყნარ და ლამაზ, ასევე ისტორიულ ეზოში, სადაც უცხოვრია გამოჩენილ ქართველ პოეტს გალაქტიონ ტაბიძეს, ზაფხულში ეზოში ასევე იმართება კონცერტები სიმფონიური ორკესტრის, ნინო ქათამაძის, გია ყანჩელის, ჯანსუღ კახიძისა და სხვა ცნობილი ქართველი კომპზოტორებისა თუ მომღერლების, ბინის აივანი კი ამ კონცერტების დროს ლოჟის ფუნქციას ასრულებს. თავად ბინას ამშვენებს ბუხარი, გაწყობილია ძვირფასი ავეჯით და ყველა საჭირო ტექნიკით. აქვს 2 საძინებელი, ბუხრის ოთახი, მისაღები ოთახი, იზოლირებული სამზარეულო, ორი სველი წერტილი და საგარდერობო ოთახი. ფასი 2000$, ბინა თავისუფლდება 3 იანვრიდან. დამიკავშირდით: 557882828
პირველი სრულად ციფრული უძრავი ქონება საქართველოში.