უკან
როგორ დავზოგოთ სივრცე სახლში?
უკან დაბრუნება

როგორ დავზოგოთ სივრცე სახლში?

დამატების თარიღი: 10 იანვარი, 2023

გიფიქრიათ ოდესმე რომ სახლში ზედმეტად ბევრი თავისუფალი ადგილი გაქვთ? - მგონი ეს ნაკლებად სავარაუდოა.. ამ სტატიაში გთავაზობთ ხრიკებს, რომელიც დაგეხმარებათ გქონდეთ მეტი თავისუფალი სივრცე თქვენს სახლში.

 

1. ცოტა ნივთი = მეტ თავისუფალ ადგილს

ეს ნაწილი ალბათ ყოველი ჩვენგანისთვის ცნობილია. რაც უფრო ცოტა ნივთია სახლში, მით მეტი ადგილი გვაქვს, მაგრამ მარტივი როდია ნივთების მოშორება... ნივთების დახარისხება რომ გაგიმარტივდეთ აიღეთ 3 ყუთი და თითოეულ მათგანს დააწერეთ:  1-ძველი ნივთები, 2-მოგონებები, 3-გასაჩუქებელი. ასე უკეთ მიხვდებით რომელი ნივთები წარმოადგენს თქვენთვის პრივილეგიას.  

 

2. ადგილის განთავისუფლება იწყება სახლის შესასვლელიდან

სახლის შესასვლელი არის ადგილი სადაც მარტივად და სწრაფად ვაგროვებთ ნივთებს, ამ შემთხვევაში კი ფეხსაცმელებს, ქურთუკებს, შარფებს და ასე შემდეგ... თუ გსურთ რომ ეს ყველაფერი არეულობად არ გადაიქცეს და ადგილიც მეტი დაგრჩეთ, გამოიყენეთ ჩაშენებული კარადა თავისი თაროებით, სადაც განათავსებთ როგორც ფეხსაცმელებს, ასევე ქურთუკებსა და სხვა თბილ აქსესუარებს.

 

3. მეტი თავისუფალი სივრცისთვის ჭერამდე ასვლაც გამართლებულია

ბავშვების ოთახის მოსაწყობათ გამოიყენეთ ორსართულიანი საწოლი, სკამები და დასაკეცი მაგიდა, რათა თითოეულ მათგანს ჰქონდეს საკუთარი სივრცე სწავლისთვის ან ჰობისთვის.

 

4. შექმენით თავისუფალი სივრცე კედლებში

ეს ხრიკი დაგეხმარებათ დაზოგოთ სივრცე აბაზანაში, ამოჭერით თაროები კედლებშივე. ასე დაგრჩებათ მეტი ადგილი და ორიგინალურ ინტერიერსაც შეიქმნით.

 

5. იფიქრეთ კუთხეებზე და მოიგეთ სივრცე

როდესაც პატარა ბინებს ეხება საქმე, აქ უკვე სხვა გზა აღარ რჩება, უნდა ვიპოვოთ გამოსავალი რომ ყველაფერი შეძლებისდაგვარად მოვათავსოთ. კუთხეებში დამაგრებული თაროები კი ამაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

 

6.  ჩამოკიდეთ დალაგების ნაცვლად

სამზარეულო ის ადგილია სადაც ბევრი ნივთი იყრის თავს, თან თითოეული მათგანი თავისებურად მნიშვნელოვანია, ამიტომ კარგი იქნება თუ სამზარეულოში ჩამოსაკიდებელ კუთხეს მოაწყობ სადაც შეგეძლება ტაფების, ქვაბების, ჭიქების დაკიდება.

 

#binebi-dgiurad, #binebi, #gancxadebebi, #binebi qirit, #ბინები დღიურად, #ბინები, #ბინები ქირით

ინფორმაცია რომელიც განთავსებულია საიტზე, წარმოადგენს HOUSING.GE-ს ექსკლუზიურ საკუთრებას და დაცულია საერთაშორისო საავტორო უფლებების კანონით. ავტორის წერილობითი ნებართვის გარეშე წარმოდგენილი ინფორმაციის გამოყენება, კოპირება, გადაცემა ან მანიპულირება მკაცრად აკრძალულია!

გადმოწერე აპლიკაცია

პირველი სრულად ციფრული უძრავი ქონება საქართველოში.

ფოტოსურათი