გადმოწერე აპლიკაცია
პირველი სრულად ციფრული უძრავი ქონება საქართველოში.
მტვერს ბევრ ადგილას იპოვით სახლში, იქნება ეს თაროები, სახლის დეკორაციები თუ მაგიდა... ბევრი ჩვენგანი იყენებს სველ ტილოს მტვრის გადასაწმენდად, ასე რა თქმა უნდა მოიშორებთ მტვერს მაგრამ უკეთესი და ხანგრძლივი შედეგისთვის გირჩევთ გამოიყენოთ ანტისტატიკური მიკროფირების ტილო, რომლებიც იკრავენ მტვერს და არ ფანტავენ გარშემო, ასევე შეგიძლიათ ის დაასველოთ წყლით ან დაუმატოთ ერთი-ორი წვეთი სარეცხის დამარბილებელი საშუალება (ეს დაგეხმარებათ რომ სახლში ყოველთვის სასიამოვნო სურნელი გქონდეთ).
ძმარი ძალიან კარგი საშუალებაა ელექტრონული მოწყობილობების გასაწმენდად, როგორიცაა ყავის მადუღარა ან ჩაიდანი, თუმცა შესაძლოა ძმარმა დიდი ზიანი მიაყენოს ბუნებრივ მასალებს, როგორც ბუნებრივ ქვებს (მაგალითად მარმარილოს) ან ხის ნაკეთობებს. ამიტომაც სანამ გადაწყვეტთ ამ „სასწაულმოქმედი“ საშუალების გამოყენებას, მანამდე კარგად მოიძიეთ ინფორმაცია მის შესახებ.
ღუმელის გასაწმენდად საჭიროა მისი კარგად გახეხვა. საჭმლის ნარჩენების მოშორება ხშირად არის პრობლემა და მის გაწმენდას ასევე დიდი ძალისხმევა სჭირდება. ჩვენ გასწავლით ერთ მარტივ ხრიკს რაც საქმეს ნამდვილად შეგიმსუბუქებთ: ჭიქაში ჩაასხით წყალი და ერთი ლიმონის წვენი (რა თქმა უნდა ჭიქა უნდა იყოს ცეცხლგამძლე), შემდეგ შედგით ღუმელში ყველაზე მაღალ გრადუსზე დაახლოებით 10-15 წუთით. ეს ხელს შეუწყობს მიმხმარი საჭმლის ნარჩენების დალბობას და შემდეგ უფრო მარტივად შეძლებთ მის მოშორებას.
მინერალური წყალი როგორც საწმენდი საშუალება ალბათ ცოტა არადამაჯერებლად ჟღერს თუმცა ეს სრული რეალობაა. მინერალური წყალი ძალიან დაგეხმარებათ ღვინის ლაქების მოსაშორებლად რადგან მასში შემცველი ნახშირბადის მჟავა ხსნის ტანინსა და ფერების ქსოვილებს. რაც უფრო გაზიანია წყალი, უფრო კარგია შედეგიც.
#binebi-dgiurad, #binebi, #gancxadebebi, #binebi qirit, #ბინები დღიურად, #ბინები, #ბინები ქირით
ინფორმაცია რომელიც განთავსებულია საიტზე, წარმოადგენს HOUSING.GE-ს ექსკლუზიურ საკუთრებას და დაცულია საერთაშორისო საავტორო უფლებების კანონით. ავტორის წერილობითი ნებართვის გარეშე წარმოდგენილი ინფორმაციის გამოყენება, კოპირება, გადაცემა ან მანიპულირება მკაცრად აკრძალულია!
პირველი სრულად ციფრული უძრავი ქონება საქართველოში.