გადმოწერე აპლიკაცია
პირველი სრულად ციფრული უძრავი ქონება საქართველოში.
როდესაც გეგმავთ მოგზაურობას საქართველოს ირგვლივ, კარგი ბინის არჩევა კრიტიკულად მნიშნველოვანია
მართალია, სასტუმროები ძალიან პოპულარულია ასეთ შემთხვევაში, თუმცა ალტერნატივად შეგიძლიათ იქირავოთ ბინები დღიურად. ძალიან ბევრი დადებითი მხარის შედეგად, ბინის ქირაობა დღიურად ძალიან პოპულარულია მოგზაურებში და არა მარტო. ამ ბლოგ პოსტში ჩვენ მოგიყვებით თუ რატომ არის ბინის დღიურად ქირაობა ძალიან კარგი ალტერნატივა საქართველოში, სასტუმროს ნაცვლად.
დღიურად ნაქირავები ბინა გაძლევს ბევრ შესაძლებლობას, რომ მოაწყო ოთახი შენს გემოზე. არ აქვს მნიშველობა მარტო მოგზაურობ თუ შენს პარტნიორთან ერთად, შენ შეგიძlია იპოვო ნებისმიერი ზომის ბინა, შენი კომფორტული დასვენებისთვის. ესეთი ბინები აღჭურვილია ყველანაირი ტექნიკით, მათ შორის აქვს სამზარეულო და გამოყოფილი საპირფარეშო. ეს ყველაფერი გაძლევს თავისუფლებას, მოამზადოთ თქვენი საყვარელი კერძი და ეს იქნება გაცილებით იაფი, ვიდრე სასტუმროში შეკვეთა.
ბინების დღიურად ქირაობა ბევრად იაფია, ვიდრე ტრადიციული სასტუმროს ქირაობა. ამასთანავე, მეპატრონეს შეგიძლია შეუთანხმდე ფიქსირებულ გადახდის პირობაზე, რომელიც გრძელვადიან პირობებში ბევრად შეღავათიანი არის, ვიდრე სასტუმრო.
ნაქირავებ ბინაში დარჩენის შემთხვევაში, შეგიძლია გაეცნო ადგილობრივ კულტურას და გაიგო თუ როგორ ცხოვრობს ხალხი იმ რეგიონში. უმეტესად, მსგავსი ბინები არის საცხოვრებელ კორპუსებში და ისეთ ადგილებში, სადაც კარგად უდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ასევე შეგიძლია ნახო შენს ირგვლივ მარკეტი, კაფე, რესტორნები. სურვილის შემთხვევაში გაიცნო მეზობლები.
შეჯამება
მოგზაურობის შემთხვევაში, ბინების დღიურად ქირაობა არის ძალიან მოქნილი და იაფიანი გზა, განსხვავებით სასტუმროებისგან.
არ აქვს მნიშვნელობა თქვენ თბილისის ქუჩებით ტკბებით, მიირთმევ გემრიელ კერძს ბათუმში ან ათვალიერებთ ისტორიულ ადგილებს ქუთაისში, ესეთი ტიპის ბინები მოგცემთ მაქსიმალურ კომოფრტს.
რაც მთავარია ბინა გაძლევთ შეგრძნებას, რომ თქვენ ხართ საკუთარ სახლში.
#binebi-dgiurad, #binebi, #binebi qirit, #ბინები დღიურად, #ბინები, #ბინები ქირით
ინფორმაცია რომელიც განთავსებულია საიტზე, წარმოადგენს HOUSING.GE-ს ექსკლუზიურ საკუთრებას და დაცულია საერთაშორისო საავტორო უფლებების კანონით. ავტორის წერილობითი ნებართვის გარეშე წარმოდგენილი ინფორმაციის გამოყენება, კოპირება, გადაცემა ან მანიპულირება მკაცრად აკრძალულია!
პირველი სრულად ციფრული უძრავი ქონება საქართველოში.